Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ქვეყანაში 250-მდე დასახელების წამლები 60-70-80%-მდე ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 28/04/2022
გია აბაშიძე

„თურქეთიდან იმპორტირებული იაფი წამლების შეძენა, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი“– წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერის ინიციატივაზე მედიკამენტებზე ფასების დაწევის შესახებ.

„მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა იაფი და ხარისხიანი მედიკამენტების საქართველოში შემოტანის ხელშეწყობა. რასაკვირველია, პირველ ეტაპზე ყველაფერი არა, მაგრამ პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივად იზრდება. წლებია არსებობს ბრიტანული სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა (NHS, National Health Service), მაგრამ სრულყოფილი დღემდეც არაა.

დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო. პრემიერის ინიციატივით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი 17 იანვარს გაიხსნა, რის შედეგადაც ქვეყანაში 250-მდე დასახელების, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები 60-70-80%-მდე ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი. თურქეთიდან იმპორტირებული იაფი წამლების შეძენა, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი“– წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
Next: ძალიან მაგარი საქმე გააკეთა პრემიერმა – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.