ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს უწყებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინირებული მუშაობა, საგრანტო პროექტების შესახებ დროული ინფორმირება, ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმილ კონკურსებში მონაწილეობა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება წარმოადგენდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სხვადასხვა მიმართულებით: განათლება და კულტურა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და შშმ პირები.
შეხვედრაზე განიხილეს ინტერნაციონალური პროექტების შემუშავება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება. სტრატეგიული მიმართულებებით ინოვაციური პროექტების განხორციელება ქვეგრანტების საშუალებით.
განხორციელების შემთხვევაში პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვის პრაქტიკის დანერგვას.
შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტულ სოფლებში, მოსახლეობისათვის პრეზენტაციის წარდგენა, პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ...