Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანდრია გვიდიანი: მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა

მარშალ პრესი 06/09/2023
ანდრია გვიდიანი

პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება’’ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ორგანიზებით, დაძმობილების პროექტის შუალედური ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა მარკ ჰედლიმ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

ღონისძიების სტუმრებს მიმართა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა. მან ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მნიშვნელობაზე საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების და საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით.

„პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბიუჯეტის დაგეგმვის და მისი შესრულების ეფექტური ანალიზი. ამასთან, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა. შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მისი დანერგვა ჩვენი შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენს“,- განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტირებისა და ზედამხედველობის პროგრესი CESEE რეგიონში, რის შესახებაც ისაუბრა CESEE ქვეყნების ბიუჯეტის უფროს საჯარო მოხელეთა ქსელის ხელმძღვანელმა ბრაიან ფინმა.

Post navigation

Previous: ჩინეთის ელჩი: ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, ჩვენ გვაქვს უფლება თავად ავირჩიოთ პარტნიორები
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.