Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთის ელჩი: ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, ჩვენ გვაქვს უფლება თავად ავირჩიოთ პარტნიორები

მარშალ პრესი 06/09/2023
ჭოუ ციენი

ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ჩვენ გვაქვს უფლება თავად ავირჩიოთ ჩვენი პარტნიორები, ის თუ ვინ იქნება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩმა აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ს რეაქციას ეხებოდა.

ელჩის განცხადებით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთანაც აკავშირებს.

„ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ჩინეთის და ევროკავშირს საკმაოდ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩემი აზრით, ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე „დერეფანი“ წარმატებული ვერ იქნება. რატომ? – იმიტომ, რომ „შუა დერეფნისთვის“ ჩინეთისა და ევროკავშირის ლოჯისტიკური კავშირი უმნიშვნელოვანესია – ჩინური პროდუქტები ამ გზით სამომხმარებლო ბაზრებზე ხვდება. შესაბამისად, ევროკავშირისა და ჩინეთის გარეშე „შუა დერეფანს“ წარმატება ვერ ექნება. ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირი „შუა დერეფნის“ მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ამრიგად, ეს ჩინეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

Post navigation

Previous: ხელვაჩურის სასპორტო სკოლის მწვრთნელი მკლავჭიდში მარიამ ნოდია – მოსფლიო ჩემიპიონია
Next: ანდრია გვიდიანი: მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.