Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხალხი ხელისუფლებაში აღარასდროს დაგაბრუნებთ!

მარშალ პრესი 05/09/2023
ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ როგორ ატყუებდნენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ. ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, მას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიყიდით, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო.

„შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – „ნაცმოძრაობა“, „ლელო გახარიები“, „ჯაფარიძე გირჩი“ და სხვები, დღეს ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
Next: მიხეილ სარჯველაძე: საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა წინა წელსაც, იმსახურებს ახლაც და არც ერთი სხვა ქვეყნის ფონზე ნამდვილად არაფერი დაეწუნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.