Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 05/09/2023
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს.

ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი პირდაპირ ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს, როდესაც ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს
Next: ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხალხი ხელისუფლებაში აღარასდროს დაგაბრუნებთ!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.