ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება იმაში, რომ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის საფუძველზე, ჩვენს მიერ შემუშავებული გამჭვირვალობის კანონი რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„ასევე იმისთვის, რომ გამოაშკარავდეს ყველა ის მავნებელი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღვწის. თავისთავად, ცხადია, რომ ასეთი მდგომარეობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სწორი დასკვნები გააკეთონ. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია, რომელმაც უკვე 100 000 დოლარზე მეტი აიღო, ეწევა საქართველოს საბოტაჟს და მისი ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა სეფაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.
