Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე FARA-ს დოკუმენტზე: ეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული დანაშაულებრივი კლანის კიდევ ერთი მხილება

მარშალ პრესი 05/09/2023
არჩილ თალაკვაძე

ეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული დანაშაულებრივი კლანის კიდევ ერთი მხილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით უკვე დღეს სად იქნებიან ის ადამიანები [ოპოზიციის წარმომადგენლები] და როგორ ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ და გააკრიტიკებენ ამ ყველაფერს, რომლებიც ტრადიციულად, ძალიან მაღალ ხმაზე „იცავენ“ ხოლმე მედიის თავისუფლებას. სინამდვილეში, ამ ადამიანებს არავითარი კავშირი თავისუფალ მედიასთან არ აქვთ. მათ მედია სჭირდებათ ერთადერთისთვის, რომ ის გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული დანაშაულებრივი კლანის კიდევ ერთი მხილება“, -განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი
Next: ეკა სეფაშვილი: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია, რომელმაც უკვე 100 000 დოლარზე მეტი აიღო, ეწევა საქართველოს საბოტაჟს და მისი ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.