Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი შეუთანხმებელი და აბსურდული დამოკიდებულებები აჩენს ყველაზე დიდ ანტი-ევროპულ განწყობებს საქართველოში

მარშალ პრესი 30/08/2023
ზურაბ ქადაგიძე

“ევროკომისია შარლ მიშელს არ ეთანხმება და 2030 წლის გაფართოების შესახებ განცხადებას უწუნებს. გაფართოებამდე ჩვენ უნდა ვიმუშავოთ კანდიდატ ქვეყნებთანო, ოღონდ რომელ ქვეყნებთან არ დაუზუსტებიათ,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილის განცხადების შესახებ.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ასეთი შეუთანხმებელი და აბსურდული დამოკიდებულებები აჩენს ყველაზე დიდ ანტი-ევროპულ განწყობებს საქართველოში, რომელიც ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით.

„ევროკომისია შარლ მიშელს არ ეთანხმება და 2030 წლის გაფართოების შესახებ განცხადებას უწუნებს. გაფართოებამდე ჩვენ უნდა ვიმუშავოთ კანდიდატ ქვეყნებთანო, ოღონდ რომელ ქვეყნებთან არ დაუზუსტებიათ. რომელი უფრო რეალური დაპირებაა, 2030 წელს, რომ გაფართოვდება ევროკავშირი თუ კანდიდატ ქვეყნებს მოუწევთ კიდევ გაურკვეველი ვადით მუშაობა და ლოდინი? რეალობა ერთია – ევროპაში არჩევნებია მოახლოვებული და უკვე იმდენად არასტაბილური პოლიტიკური პროცესები იხატება, თუნდაც გლობალური პოლიტ-კონიუქტურის მიმართ დამოკიდებულება, კორუფციისა და ლობიზმის სკანდალები, რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე ევროპის ეკონომიკის სტაგნაცია და ბუნდოვანი პერსპექტივები, რომ სულაც არ არის გასაკვირი-ევროკომისიისა და ევროსაბჭოს ეს უაზრო, ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება და შეუთანხმებელი პოზიციები.

სამწუხაროდ, ასეთი შეუთანხმებელი და აბსურდული დამოკიდებულებები აჩენს ყველაზე დიდ ანტი-ევროპულ განწყობებს საქართველოში, რომელიც ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ყბადაღებული სტატუსის შემდეგ რამდენი წელი მოგვიწევს ლოდინი ეგეც ღმერთმა უწყის.“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით ქართველი ლგბტ აქტივისტები ამერიკაში იმყოფებიან
Next: როგორც ჩანს ევროპაში ვაშინგტონელი “წინასწარმეტყველების” ხაზის გამტარებლების გაღიზიანება, ამ “ზუსტმა” დათარიღებამაც გამოიწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.