ქართველი ლგბტ აქტივისტები სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით ამერიკაში იმყოფებიან. ამის შესახებ ფოტოს და ინფორმაციას ერთ-ერთი მონაწილე ავრცელებს:
“ამასობაში, სანამ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოჩენილი ქართველი აქტივისტები ამერიკაში ვიმყოფებით სახდეპის ერთერთი უძველესი პროგრამით – IVLP
უმრავლესობა ჩვენგანისთვის პირველი მოგზაურობაა აშშ-ში და თან ისეთი შთამბეჭდავი, რომ უკვე ერთი კვირაა აქ ვართ და ხელში ტელეფონი ვერ ავიღეთ, რომელიმეს წესიერი, გრძელი, დეტალური და ყოვლისმომცველი პოსტი რომ გამოგვეცხო. ისეთი ჩართულები ვართ ყველაფერში, შეხვედრა იქნება, ლაქლაქი, მუზეუმი, ეკლესია, ოჯახში სტუმრობა, გასეირნება, რომ ერთი წამის დახარჯვაც არ გვინდა ონლაინ”- წერს მონაწილე.

