Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი თანამშრომელი ჰყავს

მარშალ პრესი 25/08/2023
პრადა1

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევის თავიდან აცილების აღკვეთის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

დღეს უკვე გერმანული ნაგაზი სახელად პრადა ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში სამსახური მოამზადებს შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობას, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ჩაერთვებიან პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამსახური, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე.

 

Post navigation

Previous: პრიგოჟინის აფეთქებასთან დაკავშირებულ მარაზმის მწვერვალს იპყრობს ელისო კილაძე – სოსო მანჯავიძე
Next: როგორ შეიძლება ოპოზიციის წარმატებულ ლიდერად აქციო პირი, რომელიც ამავე გუნდის წარუმატებელი იდეოლოგი იყო წლების განმავლობაში?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.