Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრიგოჟინის აფეთქებასთან დაკავშირებულ მარაზმის მწვერვალს იპყრობს ელისო კილაძე – სოსო მანჯავიძე

მარშალ პრესი 25/08/2023
სოსო-მანჯავიძე

სოსო მანჯავიძის პოსტი სოციალურ ქსელში:

“ქართველები ნამდვილად უნიჭიერესი ხალხია. ჩვენი მიღწევები მეცნიერებაში, სპორტში თუ ხელოვნებაში ჩვენს რაოდენობასთან შეფარდებაში მართლაც გასაოცარია.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე მწვერვალებს ვიპყრობთ ყოველდღიურად სხვადასხვა სახის მარაზმში.

მაგალითად. ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საოცარი ისტერია ხომ გახსოვთ – მეტი ბრძოლა მეტი ჟინი, წინ მიიწევს პრიგოჟინი და მუცლებში პეპლები?
ახლა მის აფეთქებასთან დაკავშირებულ მარაზმის მწვერვალს იპყრობს ელისო კილაძე, რომელიც მტკიცებითი ფორმით აცხადებს, რომ ბომბი ძვირფასი ღვინის ყუთში იდო, თანაც ისიც იცის, რომ ყუთი სწორედ პრიგოჟინმა გახსნა.

ღვინო ვინც გაუგზავნა, ამას ალბათ მალე გავიგებთ. რაც მთავარია, უწონებენ და ჯერავთ. ლევან ბერძენიშვილის დიდებამ არ მოასვენა გიორგი ბაქრაძე, რომელმაც გაბედულად გალანძღა ნესტან-დარეჯანი.

,,კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა; ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!” ალბათ კვლავ დაწერდა ქაჯთა შთამომავალთაგან შეწუხებული ნესტან-დარეჯანი.

ქაჯების შთამომავლებზე გამახსენდა- მთელი საქართველო ნესტან -დარეჯანივით ქაჯთა ტყვეობაშია. ქაჯები ყვირიან, იფურთხებიან, ილანძღებიან, იმუქრებიან, გუნდებად თავს ესხმიან ყველას, ვისაც მათი ქცევა არ მოსწონს, სხეულს ათასგვარი სვირინგებით იმახინჯებენ, დადიან საცვლებით, ცხვირ-პირში ლითონის რგოლებს ირჭობენ, თმებს წითელ-ყვითელ-მწვანედ იღებავენ, სხეულის ორგანოებს იყენებენ არადანიშნულებისამებრ და ეს ყველაფერი ადამიანის უფლებები ჰგონიათ, რადგან მთავარი ქაჯები ასე ეუბნებიან.

მოკლედ, ქაჯებმა ქაჯობა ადამიანის უფლებებად გამოაცხადეს, დაამკვიდრეს და ადამიანურ ვნებების და ნაკლოვანებების სალ კლდეზე დამყარებული მენტალური ქაჯეთის ციხე ააგეს, რა დაანგრევს ამას არ ვიცი, რადგან ადამიანების გაქაჯების სისწრაფის გათვალისწინებით, მალე ქაჯეთის ციხის დანგრევის მომწონებელიც აღარავინ დარჩება.”– წერს სოსო მანჯავიძე.

Post navigation

Previous: უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის – ნიკა გვარამია
Next: სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი თანამშრომელი ჰყავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.