Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 24/08/2023
370478009_678021001047155_2966869369906581180_n

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა.

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და სტატისტიკის შესახებ, 45 ახალი ტურისტული დანიშნულების ობიექტის დამატებისა და საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილი საერთაშორისო ფრენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც, როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში შესაბამისი სამობილიზაციო ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდა.

მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მასწავლებელთა წახალისებისა და სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ახალი პროგრამების და ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებით. ახალი ინიციატივის თანახმად გამოიყოფა 300 ათასი ლარი.

ასევე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ მასწავლებლების მსგავსად საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში და დაუფინანსდებათ პროექტებში მონაწილეობა.

აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 25 მლნ. ლარიდან 33 მლნ. ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
მთავრობის სხდომაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ასევე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების მოწყობა საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან თანამშრომლობით, რომელთა დასრულებაც 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

Post navigation

Previous: კარგია მედვედევის ინიციატივა – ანუ, პროცესი დაიძრა, მაგრამ თუ ჩვენ გვსურს მისი წარმატებით დაგვირგვინება, ამ ჯერზე მაინც მოუთმენლობის ნაცად „ფოცხს“ ნუ დავაბიჯებთ
Next: ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.