Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილს სამკურნალო აღარაფერი აქვს, ძალიან მხნედ გამოიყურება, განცხადებებსაც კარგად აკეთებს – გურამ მაჭარაშვილი

მარშალ პრესი 22/08/2023
გურამ მაჭარაშვილი

“მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი მისი განცხადება სხვა პიროვნებამ გააჟღეროს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხაბეიშვილმა, რომელსაც ალბათ აეჭვიანებს,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თუკი ქართულ პოლიტიკაში ყოფნა სურს, სააკაშვილმა ჯერ ის უნდა აუხსნას ქართულ საზოგადოებას, რატომ თქვა საქართველოს მოქალაქეობასა და ყველაფერ ქართულზე უარი.

„სამკურნალო მას აღარაფერი აქვს. ძალიან მხნედ გამოიყურება, განცხადებებსაც კარგად აკეთებს და ა.შ… მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი მისი განცხადება სხვა პიროვნებამ გააჟღეროს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხაბეიშვილმა, რომელსაც ალბათ აეჭვიანებს. ჯერ ერთი, მან ის უნდა ახსნას საქართველოს საზოგადოების წინაშე, თუ რატომ უარყო საქართველო და ქართული საზოგადოება, თუნდაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც თქვა და დაიფიცა, რომ არაფერი ქართული, მათ შორის, ქართული პოლიტიკა აღარ უნდოდა და ყველაფერი ქართული ეზიზღებოდა, ამბობდა, რომ ის იყო უკრაინელი, მხოლოდ უკრაინულ ენაზე საუბრობდა და ა.შ… მოქალაქეც უკრაინის იყო, საქართველოს მოქალაქეობა თავისი ნებით დათმო. ყველაფერი ქართული დათმო. რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ ის არ აპირებს არაფერ ქართულში მონაწილეობას. დღეს რატომ მოუნდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა, საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი – ადვოკატი
Next: ბრალდებული მოძალადე უნდათ მსხვერპლად შეასაღონ საზოგადოებას სასამართლოს დასრულებამდე, ყველანაირი ეთიკა,ნორმა და მორალი აქვთ მორღვეული, ოღონდ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.