Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა, საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი – ადვოკატი

მარშალ პრესი 22/08/2023
ნინო ჭელიძე

თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა. საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არ გახლავთ დამნაშავე, პირიქით იგი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი თეა გოდოლაძის მხრიდან – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში დაზარალებულის ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თეა გოდოლაძეს ბრალი წარედგინა ამა წლის ივლისში და დღეს გაკეთებული მისი კომენტარი, თითქოსდა შოვში ტრაგიკული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდა პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენა, არის სიცრუე.

„თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა. თეა გოდოლაძეს ბრალი აქვს წარდგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით. საინტერესოა ის გარემოება, რომ თეა გოდოლაძეს ბრალი წარედგინა ამა წლის ივლისის თვეში, თუმცა, დღეს მისგან მოვისმინეთ კომენტარი, რომ თითქოსდა შოვში ტრაგიკული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდა პროკურატურის მხრიდან ამაზე ბრალის წარდგენა, რაც სრული სიცრუეა. საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არ გახლავთ დამნაშავე, პირიქით იგი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი თეა გოდოლაძის მხრიდან“, – აცხადებს ნინო ბარაჩაშვილი.

Post navigation

Previous: ერთი და იგივე იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედური დასკვნა დაწეროს შოვზე, ამერიკასა თუ ევროპაში მომხდარ სტიქიურ უბედურებებზე, არც იქ ჩასულან და არც შოვში – გურამ მაჭარაშვილი
Next: სააკაშვილს სამკურნალო აღარაფერი აქვს, ძალიან მხნედ გამოიყურება, განცხადებებსაც კარგად აკეთებს – გურამ მაჭარაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.