Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ დაადასტურა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ და ისინი პარტიულ დავალებებს ასრულებენ

მარშალ პრესი 22/08/2023
პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ დაადასტურა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ და ისინი პარტიულ დავალებებს ასრულებენ. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა აუდიტის სამსახურს მიმართა და დაფინანსების შესწავლა მოითხოვა. დავით ჩიხელიძის განცხადებით, დიდი ტყუილის მხილება დაიწყო, რამაც ოპონენტებში პანიკა გამოიწვია. ჩიხელიძე განმარტავს, რომ მისი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დისკრედიტაციას არ ემსახურება.

„ჩვენ არასამთავრობო მეგობარი ორგანიზაციები გვჭირდება იმისთვის, რომ დემოკრატიასთან, ამერიკასთან, ნატო-სთან, ხალხის პრობლემებთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა გვქონდეს ადამიანებთან. პარტია არ არის საკმარისი ამისთვის, რადგან პარტიას კანონის მიხედვით აკრძალული აქვს მთელ რიგ ღონისძიებებში მონაწილეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გახსნილები არიან, პასუხისმგებლობის სხვა ფორმები გააჩნიათ. ჩვენი მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებულია დასავლელი პარტნიორების მიერ“, – განუცხადა „ქრონიკას“ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

Post navigation

Previous: გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში, ათენში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
Next: ერთი და იგივე იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედური დასკვნა დაწეროს შოვზე, ამერიკასა თუ ევროპაში მომხდარ სტიქიურ უბედურებებზე, არც იქ ჩასულან და არც შოვში – გურამ მაჭარაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.