Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში, ათენში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

მარშალ პრესი 22/08/2023
გიორგი ჩაკვეტაძე

ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში საბერძნეთში გამართული სამიტის შესახებ წერს.

„საბერძნეთმა 9 ბალკანელი ლიდერის შეხვედრას უმასპინძლა. არაფორმალური ვახშამი ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ერთობლივი სამიტის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. უკრაინა და მოლდოვაც დაესწრო ამ შეხვედრას, მაგრამ განხილვის მთავარი საკითხი ბალკანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო. ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას სჯობს, ვისაც ეს ევალება და შეუძლია, 12 პუნქტის შესრულების პროცესში ჩაერთოს“, – წერს ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: კელი დეგნანის განცხადება იმ ადამიანის განცხადებაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ოპოზიცია არჩევნებით ვერ მივა და უნდა რევოლუციური გზების წახალისება
Next: „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დაადასტურა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ და ისინი პარტიულ დავალებებს ასრულებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.