Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს

მარშალ პრესი 28/04/2022
ირაკლი კობახიძე

ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ამისთვის ყველაფერი კეთდება, როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას ჩვენთვის, ბუნებრივია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს.

Continue Reading

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: როგორ ზუსტად დაემთხვა დროში ივანიშვილ-ევტუშენკოვის საუბრის დამონტაჟებული ჩანაწერის გამოქვეყნება და “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა ბიძინას “რუსულ ბიზნესებზე”
Next: ომი შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ასეთი სცენარი აბსულუტურად გამორიცხულია – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025