Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამართლებრივი მხარე კრძალავს, რომ რაიმე ტიპის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა სააკაშვილმა, ან მისმა წარმომადგენელმა მისი სახელით. ამასთან ერთად იგი პოლიტიკურად არის ანულირებული საქართველოს საზოგადოების მხრიდან

მარშალ პრესი 21/08/2023
მაჭარაშვილი

„კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში არის აკრძალული. შესაძლოა, განცხადება გააკეთოს, თუმცა ვერავითარ კამპანიაში ვერ მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანიის წამოწყებაში არც კანონმდებლობა უჭერს მხარს და არც ქართველი ხალხი.

„ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა არჩევნებში არის აკრძალული. შესაძლოა, განცხადება გააკეთოს, თუმცა ვერავითარ კამპანიაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ეს აკრძალული და დასჯადია. სამართლებრივი მხარეც კი კრძალავს იმას, რომ რაიმე ტიპის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა პატიმარმა სააკაშვილმა, ან მისმა ნებისმიერმა წარმომადგენელმა მისი სახელით. მაგრამ ამასთან ერთად, პირველ რიგში, სათქმელია ის, რომ იგი პოლიტიკურად არის ანულირებული საქართველოს საზოგადოების, საერთაშორისო სასამართლოების, თუ მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რადგან გამოჩნდა არაერთი ძალა, რომელმაც აღიარა, რომ პატიმარი სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრება უკვე დასრულებულია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არის თავხედობის ის დონე, რაც ჩვენს ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს – ნინო ფოჩხუა
Next: არიან პარტიები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, თუ სადმე არის მსგავსი დარღვევა, უნდა აღიკვეთოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.