Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არის თავხედობის ის დონე, რაც ჩვენს ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 21/08/2023
ნინო ფოჩხუა

კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს – ამის შესახებ  ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ფოჩხუა, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს აფასებს, სადაც მან არჩევნების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კელი დეგნანი არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც მანიპულაციის საშუალებას არ იძლევა, ეჭვქვეშ ისე აყენებს, რომ ქართულ საზოგადოებასაც შეურაცხყოფს.

“კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს. დეგნანი ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც რეალურად სრულად გამორიცხავს მანიპულაციას და რაიმე სახის მინიმალურ მანიპულაციასაც კი. თან ეჭვქვეშ აყენებს ისე, რომ ქართველ ხალხს ფაქტობრივად დებილებს უწოდებს, ცოდნა არ გაგაჩნიათ და ხმას ვერ მისცემთო. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო აღარ ვიცი, ბედნიერებაა რომ ეს ქალი მოშორდა ჩვენ ქვეყანას!” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ოპოზიციიდან არავინ ჩასულა შოვში, არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ჰაერზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას
Next: სამართლებრივი მხარე კრძალავს, რომ რაიმე ტიპის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა სააკაშვილმა, ან მისმა წარმომადგენელმა მისი სახელით. ამასთან ერთად იგი პოლიტიკურად არის ანულირებული საქართველოს საზოგადოების მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.