Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში “ქართული ოცნება” მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი – არჩილ გამზარდია

მარშალ პრესი 27/04/2022

IRI -ს კვლევის შედეგებს მეტ-ნაკლებად რეალისტურად მაინც თუ მივიღებთ და არა იმდენად ციფრებით, არამედ პროპორციული შედარებითობით მაინც, მარტივად ჩნდება შემდეგი წინაპირობები: ოპოზიციას არ აქვს არანაირი რესურსი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა შექმნას ხელისუფლებასთან მიმართებაში, არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში “ქართული ოცნება” მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი – ამის შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპოზიცია მსგავს გადანაწილებაში რჩება პარლამენტს გარეთ, შედის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და ისიც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით, ნულოვანი შესაძლებლობებით. „IRI -ს კვლევის შედეგებს მეტ-ნაკლებად რეალისტურად მაინც თუ მივიღებთ და არა იმდენად ციფრებით, არამედ პროპორციული შედარებითობით მაინც, მარტივად ჩნდება შემდეგი წინაპირობები: 1. ოპოზიციას არ აქვს არანაირი რესურსი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა შექმნას ხელისუფლებასთან მიმართებაში. 2. არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში “ქართული ოცნება” მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი. 3. ოპოზიცია მსგავს გადანაწილებაში რჩება პარლამენტს გარეთ, შედის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და ისიც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით, ნულოვანი შესაძლებლობებით. შეიძლება ითქვას, “ქართულ ოცნებას” მდგრადი ძალაუფლება აქვს (რასაც მე სულ ვამბობდი და რას ამბობ, ცდებიო) და არც არაფერზე ზრუნვა არ სჭირდებათ მანამ, სანამ ოპოზიცია არის ისეთი, როგორიც არის. აქ პრაქტიკული გამოსავალი არ ჩანს, არსებობს მხოლოდ თეორიული გამოსავალი და ის გულისხმობს, რომ ოპოზიციის სრული უდიდესი ნაწილი უნდა გავიდეს პოლიტიკურ პენსიაში, რაც ჩვენი ოპოზიციური სუბიექტების ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია. ამიტომ კიდევ დიდ ხანს, “ქართული ოცნება” იქნება პარაზიტი სახელმწიფოზე, რომელიც თითოეული ჩვენგან სასიცოცხლო რესურსებს გამოგვწურავს, თუმცა, არავინ იქნება მისი კონკურენტი, რადგან კონკურენტები კიდევ უფრო რეპუტაცია შელახულები არიან, ვიდრე თავად ხელისუფლებაა“ – წერს არჩილ გამზარდია Facebook-ზე.

Post navigation

Previous: “მიხეილ სააკაშვილისგან შესაძლოა @ლე და ხერხემალი დარჩეს” – დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია ,,მისმა დაავადებამ, პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ გადაინაცვლა უფრო ღრმა ფაზაში
Next: ზაალ ანჯაფარიძე: როგორ ზუსტად დაემთხვა დროში ივანიშვილ-ევტუშენკოვის საუბრის დამონტაჟებული ჩანაწერის გამოქვეყნება და “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა ბიძინას “რუსულ ბიზნესებზე”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.