Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილისგან შესაძლოა @ლე და ხერხემალი დარჩეს” – დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია ,,მისმა დაავადებამ, პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ გადაინაცვლა უფრო ღრმა ფაზაში

მარშალ პრესი 27/04/2022
მიშა სააკაშვილი

ექიმი გრიგოლია სააკაშვილზე: დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია ,,მისმა დაავადებამ, პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ გადაინაცვლა უფრო ღრმა ფაზაში. ადრეც აღვნიშნეთ ჩვენ, რომ ჰქონდა დეპრესია საშუალოს და მსუბუქს შორის. ახლა დეპრესია არის გაღრმავებული. ამ დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია, ეს არის ცალკე ნოზოლოგია რაც აქამდე არ გვიხსენებია. ანორექსია ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა თუ არ უნდა ჭამა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის ვერ იღებს საკვებს’’ – განაცხადა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ. როგორც გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს, თუ არ მოხსნა სტრესი, მისი მკურნალობა იქნება შეუძლებელი. ,,თუ გავაანალიზებთ ამ სამ თვე ნახევარს, რომლის დროსაც არ გვინახავს პატიმარი და ახლა ვნახეთ, მისი მდგომარეობა გაუარესებულია. თავად გრძნობს თავს სუსტად, ფეხზე დგომა და გადაადგილება უჭირს. სამედიცინო ბარათში ძალიან დაწვრილებით არის აღნიშნული მისი მდგომარეობა. ჩატარებულია ტესტები, დათვლილია ფორმულები, თუ რამდენი წონა აკლია, როგორ კლებულობს წონაში, ანუ ნოზოლოგია გაღრმავებულია და ამას კიდევ დაემატა ანორექსია. თვითონ სტრესი თუ არ მოეხსნა, ამის მკურნალობა ჩვენ გვგონია, რომ იქ არის შეუძლებელი’’ – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ პრესკონფერენციაზე.

Continue Reading

Previous: ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის
Next: არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში “ქართული ოცნება” მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი – არჩილ გამზარდია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025