ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
 სოფელი ახალსოფელი – 150 აღსაზრდელზე გათვლილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით აღჭურვილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის საერთო ღირებულებაა – 5 178 548 ლარი.
სოფელი ახალსოფლი – საბავშვო ბაღის ტერიტორიის აღდგენა გამაგრებითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
პროექტის საერთო ღირებულება – 738 200 ლარი.
სოფელი ქვედა ჯოჭო – ცივაძეების დასახლებაში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის საერთო ღირებულება 526 776 ლარი.
პროცესს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ადგილზე გაეცნო, მერთან ერთად სამშენებლო ტერიტორიაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და მერიის სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
                            
                        
	                    