Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოლო დღეებში ყურადღება მიიქცია ქართული პოლიტიკის „ამომავალი ვარსკვლავის“ გრიგოლ გეგელიას უდიდესმა „აღმოჩენამ“

მარშალ პრესი 13/08/2023
ნანა კაკაბაძე

ჩინეთი – საქართველოს კიდევ ერთი „დაუძინებელი მტერი“?

ბოლო დღეებში ყურადღება მიიქცია ქართული პოლიტიკის „ამომავალი ვარსკვლავის“ გრიგოლ გეგელიას უდიდესმა „აღმოჩენამ“ იმასთან დაკავშირებით, საქართველოს დაუძინებელი მტერი მარტო რუსეთი კი არა, ჩინეთიც ყოფილა.”- წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება ცალკეული ოპოზოციონრების ბოლოდროინდელ შეფასებებს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

“მამაცი ვარსკვლავბიჭუნა არ შეუშინდა მტრებისგან მომდინარე სასიკვდილო საფრთხეს და უშიშრად განაცხადა:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არამარტო რუსეთის მსახური, არამედ ჩინეთის ლობისტია. ღარიბაშვილი ღიად აქებს და მხარს უჭერს ისეთ ჩინურ ინიციატივებსა და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩინეთი დასავლეთის საპირწონე ალტერნატიული „ჩინური მსოფლიოს“ შესაქმნელად იყენებს.

ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციულ საგარეო და უსაფრთხოების კურსს. ამავე დროს, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიზნებს… ღარიბაშვილის ინტერესია დიდძალი ფულის გამომუშავება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ. სწორედ ამის ნაწილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ხელისუფლება აშკარად ჩინეთს ჩაუგდებს ხელში. ეს იქნება უდიდესი დარტყმა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის… ამიტომ დღეს ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება, საქართველოზე პრო-ქართული კონტროლის აღსადგენად და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად“.

„ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა“ იყო ის მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც სიტყვით თუ საქმით ცდილობდა საქართველოს ყველა ხელისუფლება ბოლო 32 წლის განმავლობაში.
ამ მცდელობებმა შედეგად ქვეყნის 20%-ზე მეტი ტერიტორიის დაკარგვა მოგვიტანა. სამაგიეროდ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები (ამერიკა-ევროპა) 32 წლის მანძილზე მუდმივად გაიძახიან, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუმცა, ამ ხნის მანძილზე არც ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა გამოკვეთილა და საერთოდ, ერთი დევნილიც კი არ დაბრუნებულა ლეგალურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამასობაში საუკუნის 1/3 გავიდა და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ხელისუფლება ამდენი უშედეგო ფორმატებისა და პარტნიორების ფონზე დაიწყებდა სხვა გზის ძებნასაც. როცა გეგელიასნაირი გენიოსები ისევ ისე პრიმიტიულად აზროვნებენ და იმედოვნებენ, რომ რუსეთის მტრები რუსეთს დაამარცხებენ, დაშლიან და ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს შემოგვიერთებენო.

ამასობაში კი 32 წლის მანძილზე იმის დარეგულირებაც კი ვერ მოხერხდა, რომ საოკუპაციო ხაზიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცება და ციხეებში ჩასმა არ ხდებოდეს, რომ არაფერი ვთქვათ სადემარკაციო ხაზის გავლებაზე, მაღალი თუ დაბალი დონის დელეგაციების მხოლოდ სურათების სისტემატურ გადაღებაზე მავთულხლართებთან (რამაც კომიკური და სამარცხვინო სახე მიიღო), ამავე ადგილზე ქართველი შარვალჩახდილების „მრისხანე“ პროტესტებზე, რომლებიც რუსეთს ვერაფერს აკლებს, მაგრამ საქართველოს და მისი სტრატეგიული პარტნიორების უძალობის დემონსტრირებას კი ახდენს. არადა, აქა-იქ უკვე გაისმის მოწოდებები, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის მხოლოდ ტვირთი და წინაღობაა ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე და იქნებ ჯობდეს, ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა და მათ გარეშე უფრო ადვილად შევალთ NATO-ევროკავშირშიო.

აშშ-ისგან განსხვავებით, ჩინეთს არა მხოლოდ მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, არამედ სხვადასხვა მიზეზების გამო მასზე ზეგავლენაც გააჩნიათ. სი ძინ პინის მინიშნებაც („მიუხედავად პოლიტიკური ვითარების ცვალებადობისა, საქართველო უსაფრთხო შუა დერეფანი იქნებაო“), ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს.

გეგელიასნაირ „პოლიტიკურ ვარსკვლავებს“ არ ესმით, რომ აშშ-ს, ევროპის და რუსეთის პარალელურად ჩინეთი მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბირთვული სახელმწიფოა და რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ბევრ რამეს ცვლის სწორედ ამ შეცვლილი ვითარების გამოყენების პერსპექტივის მიმართულებით. ჩვენს რეგიონში. ჩინეთის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ასეთი ზესახელმწიფო აცხადებს, რომ მის მიზნებს ემთხვევა დამოუკიდებელი, ერთიანი და სტაბილური საქართველოს არსებობა, რომელსაც რუსეთზე უდიდესი ზეგავლენა აქვს და ბევრ საკითხში კარნახობს კიდეც მას პოლიტიკურ ნაბიჯებს, თანაც, როდესაც ეს უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე შენს ტერიტორიულ მთლიანობას უსიტყვოდ აღიარებს, თან ისე, რომ ცხოვრების წესის შეცვლასაც არ მოითხოვს შენგან, არის თუ არა ლოგიკური, რომ თუნდაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის მიმართულებით საქართველომ სწორედ ჩინეთზე (ც) გააკეთოს აქცენტი თუ გეგელიანაირი ვარსკვლავბიჭუნასნაირი როყიო განცხადებები აკეთოს?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასავლეთისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში ეს იმ დასავლეთსაც გამოაფხიზლებს საქართველოსთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს გაერთიანებაზე კი არ (ან ვერ) მუშაობენ, არამედ პრაქტიკულად ცდილობენ, რომ დე-ფაქტო დაკარგული ტერიტორიების დე-იურედ დაკარგულად აღიარების სიკეთეები დაგვანახვონ და ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებული ეს „ტვირთი“ მოგვაცილონ.

ასე რომ, ანტიჩინური კამპანიის წამომწყებები ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში მხოლოდ ის შიდა ძალები არიან, რომლებისთვისაც პრიორიტეტი საქართველოს გაერთიანება ან ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კი არ არის, არამედ ვისთვისაც მთავარი საქართველოში ვითომ ლიბერალ-დემოკრატიული (სინამდვილეში ლიბერალ-ფაშისტური) დასავლური ძალების გაბატონება და ამ ძალების საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნებაა”. – წერს ნანა კაკაბაძე.

Post navigation

Previous: ვიდრე ამ იდიოტობას არ გადავეჩვევით სულ ასე დაგვინიშნავენ “კაი გულის” ხალხს, “კაი მამის” შვილებს – გოგი გვახარია ქეთი დუმბაძეზე
Next: ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, მამა მყავს ცუდად და საავადმყოფოში თავზე ვედექი – ვახტანგ გომელაური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.