გოგი გვახარია მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე ქეთი დუმბაძის დანიშვნას ეხმიანება:
“ვიდრე უცნობ მსახიობს, ჟურნალისტს, მწერალს, მომღერალს კომპლიმენტის ნიშნად მივუწერთ ხოლმე “რა საოცარი ადამიანი ხართ!”, “როგორი არაჩვეულებრივი პიროვნება ხართ!”… არ ვიცნობთ, თვალით არ გვინახავს.
მოგვწონს როგორც მსახიობი, მომღერალი, მწერალი, მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის რომ “საოცარი ადამიანი” ვუწოდოთ… აი ვიდრე ამ იდიოტობას არ გადავეჩვევით სულ ასე დაგვინიშნავენ “კაი გულის” ხალხს, “კაი მამის” შვილებს. ოლიგარქს მიმართავდნენ ასე 2012 წელს. არადა შუშის კოლბაში ჰყავდათ ნანახი მხოლოდ, წინასაარჩევნო აქციებზე”- წერს გოგი გვახარია.
