Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

თეა წულუკიანმა ჩოხატაურში ყოფილი სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და მის რეაბილიტაციაზე იმსჯელა

მარშალ პრესი 11/08/2023
02

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩოხატაურში, ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია დაათვალიერა და სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხი. სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნული სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტის მომზადება მათი მხრიდან დაფინანსდება.

შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ პროექტის მომზადების შემდეგ შედგება მსჯელობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების შესახებ და ამ პროცესში სპორტის სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული.

Post navigation

Previous: 2008 წლის ომს, შინდისის გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც – როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გორში, თვითმფრინავის ხმაზე გაიქცა
Next: დღეს ანზორ ერქომაიშვილს 83 წელი შეუსრულდებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.