Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2008 წლის ომს, შინდისის გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც – როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გორში, თვითმფრინავის ხმაზე გაიქცა

მარშალ პრესი 11/08/2023
სოზარ სუბარი

„2008 წელს ჰყავს ძალიან ბევრი გმირი, შინდისის გმირების მაგალითი კი არის გამორჩეული. “, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, შინდისის გმირობა იმ იმედს ტოვებს ქვეყნისთვის, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.

„სანამ საქართველოს ასეთი გმირები ჰყავს და მათ შესახებ ხსოვნა ცოცხალი იქნება ჩვენს გულებში, მანამდე ყოველთვის იქნება იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აგვისტოს ომს, სამწუხაროდ, სიმხდალისა და ღალატის მაგალითებიც ჰქონდა.

„2008 წლის ომს, ამ გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც. სიმხდალის ყველაზე სამარცხვინო საქციელი იყო, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე, თვითმფრინავის ხმაზე გაიქცა და თავისი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა, რომელიც გაოგნებული უყურებდა, ეს კაცი სად გარბისო და სახე წაშლილი ჰქონდა. ასეთ პირობებში მართლა საოცარია საქართველოს ჯარი ამდენი გმირობის მაგალითს როგორ იჩენდა.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: თინა ბოკუჩავას ვეკითხები, 2011 წელს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მათ შორის ჩემი რძალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რატომ არ შექმენით კომისია?
Next: თეა წულუკიანმა ჩოხატაურში ყოფილი სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და მის რეაბილიტაციაზე იმსჯელა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.