Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

9 წელიწადი ჩვენს საძინებელ ოთახებში რომ „იჭყიტებოდნენ“ და ეკლესიებს რომ ანგრევდნენ, ისინი, დღეს უკვე ბარძიმებში და მიცვალებულთა სასახლეებში იხედებიან

მარშალ პრესი 09/08/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრ გიგი უგულავას პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ის პირები, რომლებიც მანამდე სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ფლობდნენ და ეკლესიებს ანგრევდნენ, დღეს ბარძიმებშიც იხედებიან და ცდილობენ ამ მხრივ გააკონტროლონ, ვინ რას აკეთებს.

„ესენი ხომ გახსოვთ? 9 წელიწადი ჩვენს საძინებელ ოთახებში რომ „იჭყიტებოდნენ“ და პარალელურად, თბილისსა და ბათუმში ეკლესიებს რომ ანგრევდნენ. დღეს კიდევ უკრაინაში დატოვებული თავისი „მედესანტეების“ ხელით მართლმადიდებელ მიტროპოლიტებს რომ იჭერენ, ეკლესიებს აფეთქებენ, საუკუნოვანი სიწმინდეები რომ გააქვთ ევროპაში – აი, ესენი გველაპარაკებიან „მაღალ მატერიებზე“…

დღეს უკვე არა საძინებლებში, არამედ ბარძიმებში იჭყიტებიან, იხედებიან მიცვალებულთა სასახლეებში – ვინ როგორ ეზიარება, ვის რატომ უგებენ წესს. „კვეთებულის“ ლოცვა კი არა, ქართულ კაცთმოყვარე ეკლესიას ანათემაზეც კი არ გადაუცია არავინ. არადა, რამდენი იმსახურებს ამას სულიწმიდის ღიად გმობის გამო. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და მომიტევეთ. სატანისტური დახურული ჯგუფების აქტიური წევრები და ყოფილი „სტიქაროსნები“ ადამიანების ცხოვრების საკრალურ სფეროებშიც ძვრებიან უკვე და საეკლესიო საიდუმლოებები საქილიკოდ აღარ ჰყოფნით…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს, სადაც ასახულია, თუ როგორ ეზიარებიან შოვში კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე და წერს:

 

Post navigation

Previous: ვფიქრობ, ასეთი მოთხოვნები ექნებოდათ ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხებს – დავით დარჩიაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაში თარიღის, 7 აგვისტოს დაფიქსირებაზე
Next: გიორგი ვაშაძემ სტიქიის დროს მოქმედების გეგმა დადო (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.