Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვფიქრობ, ასეთი მოთხოვნები ექნებოდათ ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხებს – დავით დარჩიაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაში თარიღის, 7 აგვისტოს დაფიქსირებაზე

მარშალ პრესი 09/08/2023
დავით დარჩიაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციაში 7 აგვისტოს დაფიქსირების მოთხოვნა ექნებოდათ „ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხ და რიგ სხვა კომუნისტებს, რომლებიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში იყვნენ“. ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა მედიას განუცხადა.

„რუსებს ჰყავდათ რამდენიმე სამოკავშირეო პატარა ჯგუფი, მათ შორის იყო ევროპელი მემარცხენეები, კომუნისტები შედიოდნენ, მაგალითად, ჩეხი კომუნისტი იყო ვიღაც და ა.შ. ზუსტად რომელი შესწორება ვისგან შემოდიოდა, ეს ალბათ ისევ „ფაქტჩეკს“ უნდა კითხოთ, მე რატომ მეკითხებით, მაშინ უნდა აღვიდგინო ეს ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები, რაც ხელთ არ მაქვს, რომ აქ ეს გადავამოწმო“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, რუსული მხარის ინიციატივა იქნებოდა ეს? დავით დარჩიაშვილმა უპასუხა –

„მე ვფიქრობ, რომ ასეთი მოთხოვნები ექნებოდათ ან რუსებს, ან რუსების მოკავშირეებს, მათ შორის ჩეხ და კიდევ რიგ სხვა კომუნისტებს, რომლებიც ასევე იყვნენ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში“.

Post navigation

Previous: “ბიუჯეტის ვირთხა, გიგი უგულავა თავისი ჭკუით “ღადაობს” ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ საიდუმლოებაზე – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: 9 წელიწადი ჩვენს საძინებელ ოთახებში რომ „იჭყიტებოდნენ“ და ეკლესიებს რომ ანგრევდნენ, ისინი, დღეს უკვე ბარძიმებში და მიცვალებულთა სასახლეებში იხედებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.