Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა

მარშალ პრესი 27/04/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ალექსანდ არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველო „არესტოვიჩის პროვოკაციული განცხადებების მიხედვით ქმედებას არ აპირებს“, ტერიტორიულ მთლიანობას კი მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღადგენს და ეს არის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება.

„მისი განცხადებები მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხვდეს. მისი განცხადებები, რომ შანსი გვაქვს საომარი მოქმედებები გავშალოთ და დავუბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე გამოვიწვიოთ რუსეთის აგრესია. აქედან გამომდინარე, ეს არის პროვოკაციული განცხადებები,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიციებს შეშფოთებით უყურებენ. მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით პირად, არაოფიციალურ პოზიციას აჟღერებს.

„ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით,“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

Post navigation

Previous: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
Next: გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის გამოშვება უდრის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.