IMG.GE IMG.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა.

მისი თქმით, კითხვების პირველი ნაწილი ეხებოდა იმას თუ როდის გაიგო მან თავისი კოლეგის გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაცია.

„ასევე მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გიორგი გაბუნიასგან. ხომ არ უთქვამს მანამდე, რომ იყო თვალთვალის მსხვერპლი ან ხომ არ გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით. პირველად როდის მივიღე ინფორმაცია ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით. სუსს აინტერესებდა ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ თუ ვინმემ ხომ არ დაგვავალა, ან ხომ არ გვთხოვა. აინტერესებდა არის თუ არა ჩვენთან შენახული პირველადი ფორმით დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში, გვაქვს თუ არა კიდევ სხვა დოკუმენტები, რომელიც ჯერ არ გაგვისაჯაროვებია ეთერში და ვგეგმავთ თუ არა კიდევ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას ამ თემაზე. ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის დროს მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ ჩვენება. ეს იყო სულ”, – აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება