Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

წყლის დონე წყალმზომებით იზომება, არც წინა დღეებში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო

მარშალ პრესი 06/08/2023
550

წყლის დონეზე იყო უამრავი სპეკულაცია, ჯერ ითქვა, რომ თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა მდინარე და მინიმუმამდე იყო დასული წყლის დონე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წყლის დონესთან დაკავშირებით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია სპეკულაციური ხასიათის იყო, ვინაიდან გაირკვა, რომ წყალმზომებს არც სტიქიის დღეს და არც წინა დღეებში, წყლის დონის ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.

„გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ერთი მარტივი მიზეზის გამო: რეალურად, წყლის დონე წყალმზომებით იზომება და არც წინა დღეების განმავლობაში, არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო.
შესაბამისად, ამაზეც მოვისმინეთ სპეკულაციები, დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გრძელდება ძებნის სამუშაოები, ყველა უწყება ჩართულია, მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები, სურათი არის მძიმე
Next: მივმართავ გიგა მაქარიანს, შე უჯიშო, შე მართლა რუსის ნათრევო – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.