Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

გრძელდება ძებნის სამუშაოები, ყველა უწყება ჩართულია, მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები, სურათი არის მძიმე

მარშალ პრესი 06/08/2023
ირაკლი

გრძელდება ძებნის სამუშაოები, სურათი არის მძიმე, ყველა უწყება ჩართულია სამუშაოებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, 80 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზს, აჯობებს, ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. „18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი, 18 ადამიანია დაკარგული. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო, დაზიანებებიდან გამომდინარე, დეენემის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
Next: წყლის დონე წყალმზომებით იზომება, არც წინა დღეებში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.