Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არის იმის ადგილი, რომ ჩვენ ქალბატონი ჩარკვიანის განცხადებებზე ვისაუბროთ? – ხალხია დაღუპული – გია ცაგარეიშვილი

მარშალ პრესი 04/08/2023
გია ცაგარეიშვილი

არის იმის ადგილი, რომ ჩვენ ქალბატონი ჩარკვიანის განცხადებებზე ვისაუბროთ? – ხალხია დაღუპული, ადამიანებს ეძებენ, უმარავი ჭირისუფალია, რომელსაც შვილი არ უნახავს, მეუღლე არ უნახავს, მშობელი არ უნახავს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა, ოპოზიციონერ თაკო ჩარკვიანის მიერ, შოვში დატრიალებული ტრაგედიის პარალელურად, პარლამენტის წინ აქციის ჩატარების ინიციატივის შეფასებისას.

ცაგარეიშვილის თქმით, არსებული ვითარების ფონზე, პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის და კონკრეტულ ადამიანებს იმის შეგრძნება აქვთ დაკარგული, თუ როდის რა უნდა თქვან.

“რა დროს პოლიტიკაზეა საუბარი, არც მინდა ამაზე საუბარი, არ არის ამის დრო. ადამიანებს იმის შეგრძნება მაინც უნდა ჰქონდეთ, სად, როდის, რა ისაუბრონ. დაკარგული აქვთ ეს შეგრძნებები და არამხოლოდ.” – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე ცხოვრობთ, მსხვერპლს და სისხლს ელოდებით გამუდმებით, პოლიტიკურ ვამპირებად გადაიქეცით
Next: შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.