Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე ცხოვრობთ, მსხვერპლს და სისხლს ელოდებით გამუდმებით, პოლიტიკურ ვამპირებად გადაიქეცით

მარშალ პრესი 04/08/2023
ვატო შაქარი

მთელი ქვეყანა სტიქიას ებრძვის, დაკარგულთა გადარჩენისთვის და მიცვალებულთა სულებისთვის ლოცვაში ერთიანდება და ესენი ხელისუფლებას ებრძვიან. „ქართული ოცნება“ ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე გვაცხოვრებსო. ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე თქვენ ცხოვრობთ თქვენი უსისხლო დედა ვატირე! მსხვერპლს და სისხლს ელოდებით გამუდმებით, პოლიტიკურ ვამპირებად გადაიქეცით – წერს მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოდგა და პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებს. არ შეუძლიათ რაიმე სარგებლის მოტანა და ყველაზე დიდი რაც შეუძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ არაფერი გააფუჭონ.

„მთელი ქვეყანა სტიქიას ებრძვის, დაკარგულთა გადარჩენისთვის და მიცვალებულთა სულებისთვის ლოცვაში ერთიანდება და ესენი ხელისუფლებას ებრძვიან… ქართული ოცნება ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე გვაცხოვრებსო… ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე თქვენ ცხოვრობთ თქვენი უსისხლო დედა ვატირე!!! მსხვერპლს და სისხლს ელოდებით გამუდმებით, პოლიტიკურ ვამპირებად გადაიქეცით!

ჩამომდგარხართ და პოლიტიკურ კომენტარებს აკეთებთ, ათას სისულელეს და ტყუილს ავრცელებთ…. რა ხიდაშელი, რა “პროჟექტორიანი” ვერტმფრენი, რა კორუფცია, რა სტიქიის თავიდან აცილება???? თქვენ ბოლომდე გაგიჟდიით?!

6 დაღუპულია და 30-ზე მეტს ეძებენ! ეძებენ საკუთარი სიცოხლის რისკის ფასად… ტალახში იძირებიან და არ ეპუებიან გმირი მაშველები, მიდიან იქნებ სიცოცხლე გადაარჩინონ…
ვისაც არაფერი შეუძლია, ლოცულობს და პატრიარქის კურთხევას აღასრულებს… თქვენ ვინ ხართ, ასე რამ გაგაბოროტათ?!

ერთი დღე, სულ რამდენიმე საათით მაინც მოახერხეთ უბრალოდ გაჩუმება!!! ვინმე გთხოვთ დაირაზმეთ და სტიქიის ზონაში წადითო? ვინმეს საერთოდ ახსოვს ასეთ დროს თქვენი არსებობა??! ამოიკერეთ ეგ ბოროტების ჩანჩქერად გადაქცეული პირი! თქვენ არ შეგიძლიათ რაიმე სარგებლის მოტანა, თქვენი ხელი კარგს ვერ იქმნს! ყველაზე დიდი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ არ გააფუჭოთ!!!“ – წერს შაქარიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ
Next: არის იმის ადგილი, რომ ჩვენ ქალბატონი ჩარკვიანის განცხადებებზე ვისაუბროთ? – ხალხია დაღუპული – გია ცაგარეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.