საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ“, 2023 წლის 01 აგვისტოს, სხდომა გამართა.
სხდომაზე განიხილეს 9 მოქალაქის განცხადება, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, შესაბამისი ინდივიდუალურ – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გამოიცა.
იხილეთ ოქმი
