ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
სოფელი განახლება – ზაზა ბერიძის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით შიდა სასოფლო გზაზე დასრულდა ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება – 120 984 ლარი.
სოფელი მახვილაური – რომან ვარშანიძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე გაბიონის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება – 44 345 ლარი.
მერი, სოფელ განახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და საკითხების დროულად მოსაგვარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
