ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის “საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის’’ ფარგლებში, მოქმედი კომისიის სხდომა ჩატარდა.
პროგრამის მიხედვით სახურავის მასალა გაიცემა 0 -140 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, რომელთაც საცხოვრებელი სახლი 2010 წლამდე აქვთ აშენებული.
პროგრამით მოთხოვნილი კრიტერიუმების მიხედვით და კომისიის გადაწყვეტილებით 117 საჭიროების მქონე, სოციალურად დაუცველი მოქალაქე, თუნუქის სახურავით დაკმაყოფილდება.
მოქალაქეებს გადაეცემათ – 223 868 ლარის ღირებულების, 15 732 კვადრატული მეტრი თუნუქი (ნაგლინის ფურცელი).
