Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩვენი ინფორმაციით, პუტინი თავს სამხედროების მხრიდან მოტყუებულად გრძნობს, მრჩევლებს მისთვის სრული სიმართლის თქმა ეშინიათ – ქეით ბედინგფილდი

მარშალ პრესი 31/03/2022
ქეით ბედინგფილდი

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი აცხადებს, რომ ამერიკული მხარის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან მოტყუებულად გრძნობს, მრჩევლებს მისთვის უკრაინაში რუსული ჯარის მარცხისა და რუსული ეკონომიკისთვის სანქციების სიმძიმის შესახებ სრული სიმართლის თქმა ეშინიათ.

თავის მხრივ, პენტაგონი მზადაა, დაადასტუროს CNN-ისა და NBC-ის წყაროების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომში რეალური მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ვეთანხმებით იმ დასკვნას, რომ პუტინი არ იყო სრულად ინფორმირებული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითოეული ნაბიჯის შესახებ“, – განაცხადა კირბიმ.

Continue Reading

Previous: ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი უკვე ოფიციალურად გაიწვია (ვიდეო)
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025