Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზელენსკის მთავარი სპიკერის განცხადება კარგი ახსნაა იმ ვერბალური თავდასხმების თუ პოლიტიკურ-დიპლომატიური მანევრების, რასაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახორციელებენ

მარშალ პრესი 26/04/2022
ზაალ ანჯაფარიძე

ზელენსკის მთავარი სპიკერის განცხადება კარგი ახსნაა იმ ვერბალური თავდასხმების თუ პოლიტიკურ-დიპლომატიური მანევრების, რასაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახორციელებენ. მათი მიზანი რომ აქ ხელისუფლების სასწრაფოდ შეცვლა და სააკაშვილის დასმაა, ჩანს „კოლექტიური არახამიების“ მესიჯბოქსშიც – „კარგი ქართველი ხალხი და მათი ცუდი მთავრობა“, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს იკითხება სხვა ქმედებებშიც, მათ შორის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ აქ უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის შემოპარებაში ხელისუფლების დასამხობად.

„ალექსეი არესტოვიჩი – „განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს; რომ მას ნაწილობრივ უკრაინის თავი არ ჰქონდეს. მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას”.

ზელენსკის მთავარი სპიკერის ეს განცხადება არის კარგი ახსნა იმ ვერბალური თავდასხმების თუ პოლიტიკურ-დიპლომატიური მანევრების, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

მათი მიზანი რომ აქ ხელისუფლების სასწრაფოდ შეცვლა და სააკაშვილის დასმაა, ჩანს „კოლექტიური არახამიების“ მესიჯბოქსშიც – „კარგი ქართველი ხალხი და მათი ცუდი მთავრობა.“ ეს იკითხება სხვა ქმედებებშიც, მათ შორის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ აქ უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის შემოპარებაში ხელისუფლების დასამხობად.

ოქროს გამოთქმაა: „შუბი ხალთაში დიდხანს არ დაიმალება“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: უკრაინის გენშტაბი: დნესტრისპირეთში რუსული ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი
Next: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025