Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინის გენშტაბი: დნესტრისპირეთში რუსული ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

მარშალ პრესი 26/04/2022

მოლდოვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რუსული ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ოპერატიული ჯგუფის ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა, ოლექსანდრ შტუპუნმა.

25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს ტელეანძა ააფეთქეს. მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა დნესტრისპირეთში განხორციელებული აფეთქებების სერიის შემდეგ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ გაურკვეველ წყაროებს.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: როგორი სამარცხვინოა, რომ საქართველოს ოპოზიციის ყველაზე დიდი ელექტორალური პარტია „ნაცმოძრაობაა“
Next: ზელენსკის მთავარი სპიკერის განცხადება კარგი ახსნაა იმ ვერბალური თავდასხმების თუ პოლიტიკურ-დიპლომატიური მანევრების, რასაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახორციელებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.