Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი – გურამ მაჭარაშვილი

მარშალ პრესი 31/07/2023
მაჭარაშვილი

“როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არც გქონია და არც გაქვს პრობლემა, რომ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, საქართველოში, რატომ გახდა პრობლემა გემითა და თვითმფრინავით შემოსვლა?” – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში ჩატარებული საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რუსეთიდან მოქალაქეები შემოდიან საჰაერო და სახმელეთო გზით, მაშინ სრულიად ნათელია, რატომ გახდა გემით მათი შემოსვლა პრობლემა – ეს არის პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან.

„გაჟღერებულია, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს პროვოკაციების მოწყობა, რასაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განმარტებებიც ხელს უწყობს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ სახმელეთო გზით შემოდიან როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები, ისინი შეიძლება, შემოვიდნენ თვითმფრინავითა და გემითაც. რა განსხვავებაა ავტომობილითა და თვითმფრინავით, თუ გემით შემომსვლელებს შორის, ეს უნდა ახსნან. რადგან როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არც გქონია და არც გაქვს პრობლემა, რომ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, საქართველოში, რატომ გახდა პრობლემა გემითა და თვითმფრინავით შემოსვლა? ეს სულაც არაა გაუგებარი, ეს არის სრულიად გასაგები, რადგან ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სომხეთის ლიდერი არის ისტორიული ფიგურა, რადგან მან მოკვეთა სიმსივნე, სახელად ყარაბაღი – ნიკა გვარამია
Next: ბათუმში რაც ხდება, ჩემთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. ეს ხელმოცარულები რომ მიხვდნენ, პულსი რომ არ ესინჯებათ რეიტინგში, ახლა თითქოს მიაგნეს რაღაცას და გამოეკიდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.