Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სომხეთის ლიდერი არის ისტორიული ფიგურა, რადგან მან მოკვეთა სიმსივნე, სახელად ყარაბაღი – ნიკა გვარამია

მარშალ პრესი 31/07/2023
ნიკა გვარამია1

“სომხეთის ლიდერი არის ისტორიული ფიგურა, რადგან მან მოკვეთა სიმსივნე, სახელად ყარაბაღი”-  ამის შესახებ ნიკა გვარამიამ 31 ივლისს, “ფორმულის” ეთერში, გადაცემა “კვირის ფორმულა”-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღი სომხეთისთვის იყო სიმსივნე და უმძიმესი ტვირთი, რაზეც, მისი განცხადებით, თავად სომხები და მისი მეგობარი პოლიტიკოსებიც საუბრობენ.

“სომხეთის ლიდერზე [ნიკოლ ფაშინიანი] მე ვარ უმაღლესი წარმოდგენის. ეს კაცი არის ისტორიული ფიგურა. ძალიან დიდი პოლიტიკური ლიდერიდან გადაიქცა თავისი ერის ისტორიულ ლიდერად. მან სომხეთს მოჰკვეთა სიმსივნე სახელად ყარაბაღი. შეიძლება ცინიკურად გამომდის ეს და სომხებს არ მოეწონოთ, მაგრამ ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლით არის აზერბაიჯანის ტერიტორია.

ყარაბაღი იყო უმძიმესი ტვირთი სომხეთისთვის. ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს, პოლიტიკოსებს მათ შორის, უთქვამთ ჩემთვის, რომ ეს არის ჩვენთვის კატასტროფა, კი ბატონო, ისტორიული ბმა გვაქვს, ისტორიული ტრავმა ეს ჩვენთვის არის, მაგრამ სამაგიეროდ, ამის სანაცვლოდ, რასაც ჩვენ ვიღებთ, ეს არის რუსეთის სატელიტობა, უმძიმესი სატელიტობა, ვართ ჩამოკიდებული ბოლომდე და ვართ ყრუ, ჩიხი ვართ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი იყო მათი მთავარი გამტარი. აქეთ ირანია, იქით თურქეთმა ჩაკეტა და დარჩა არაფერზე.

ამ კაცმა [ნიკოლ ფაშინიანმა] ეს ისტორიული ტრავმა დაამარცხა. მან თქვა, რომ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, გადადგა და სრულიად საიცრად, ისევ მოიგო არჩევნები, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ისტორიული ტრავმა დაამარცხა თავისი მოქალაქეების ტვინში. მან შეძლო საკუთარი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ, ამაზე უარი უნდა ვთქვათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და  წინ წავიდეს”– განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Post navigation

Previous: მშვიდობა, სტაბილურობა ჩინეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის ამ რეგიონში, სადაც საქართველო არის საკვანძო ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით
Next: როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი – გურამ მაჭარაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.