Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ეწვია პეკინში, Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს

მარშალ პრესი 30/07/2023
358114568_667015172126166_9125402805077591210_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ეწვია პეკინში, Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს.
მთავრობის მეთაურს კომპანიაში Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლიანგ ჰუამ უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა მეხუთე თაობის (5G) აპარატურა, ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიანგ ჰუამ განიხილეს საქართველოსა და Huawei-ის თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროებში.

ლიანგ ჰუამ გლობალურად მიმოიხილა Huawei-ის საქმიანობა და მისი 15-წლიანი მუშაობა საქართველოში. მან მოიწონა საქართველოს „ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია” 2020–2025 წლებისთვის და ხაზი გაუსვა გაციფროვნების უახლეს ტენდენციებს, როგორიცაა სმარტნავსადგურები და ციფრული ენერგია.

ლიანგ ჰუამ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტული ცოდნის გამოყენებისათვის საქართველოს მიერ ახლახან გამოქვეყნებული „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის“ მხარდაჭერის ინტერესი გამოთქვა. მისი თქმით, კომპანიას უნდა წვლილი შეიტანოს საქართველოს ამბიციების აღსრულებაში, რომ შექმნას ციფრული, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სუფთა ენერგიის რეგიონული ჰაბები, რომლებიც აზიასა და ევროპას აკავშირებს.

1987 წელს დაარსებული Huawei არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინფრასტრუქტურისა და სმარტმოწყობილობების წამყვანი გლობალური მწარმოებელი. Huawei-ს ჰყავს 207 000 თანამშრომელი და მუშაობს 170-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში. ის ემსახურება 3 მილიარდზე მეტ ადამიანს მთელ მსოფლიოში.
სადემონსტრაციო ცენტრის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა ვახშამი.

Continue Reading

Previous: განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო
Next: დღეს მოქმედი თუ ყოფილი „ნაცები“ ცდილობენ მათი დანაშაულების გამართლებას. ამის მკაფიო დადასტურება იყო, ის განცხადება, რომელიც დავით დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა და რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება ჰქონდა „ნაცების“ მხრიდან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025