Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო

მარშალ პრესი 30/07/2023
ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მაღლაფერიძის თქმით, ბოლშევიკური “ტროიკაც” კი მართავდა ფორმალურ სხდომებს დახვრეტამდე, თუმცა დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მის მიერ ადამიანის დამნაშავედ მიჩნევა საკმარისი საბუთია გასამართლებისთვის.

მისი განცხადებით, ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მენტალურ ტრამვად დარჩებოდა, თუმცა, დარჩიაშვილს მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

“ბოლშევიკური ტროიკაც კი დახვრეტის გამოტანამდე ფორმალურ სხდომას მართავდა და ოქმს ხელს აწერდა.

ბატონი დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ თუ ვინმე დამნაშავედ მიგაჩნიათ, ეს “თქვენი მიჩნევა” საკმარისი საბუთია საიმისოდ, რათა ადამიანი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენოთ და მიაყენებს კიდეც, თუ “ვლასტი” მოიგდო ხელში. ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მის უკურნებელ მენტალურ ტრამვად დარჩებოდა, ასეთი ერთი რომ იყოს, თუმცა, საკმარისი მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. სიტყვის თავისუფლება იმითაცაა კარგი, რომ ნებისმიერი სიდამპლე გარეთ სააშკარაოზე გამოაქვს.

P.S. საინტერესოა, რომ ბატონი დ.დ. განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო. არადა სულ ტყუილად წუხს, სტრასბურგი სასამართლოს განაჩენების მართებულობას იხილავს, სასამართლოს გარეშე მკვლელებს სტრასბურგი რად უნდათ?!” – წერს ვასილ მაღლაფერიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ხალხს აწამებდით, ხოცავდით და მერე იგონებდით ვერსიებს, ზოგს ყაჩაღობას აბრალებდით და ზოგსაც სამშობლოს ღალატს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ეწვია პეკინში, Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025