Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში სრული მზაობაა, რომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მოგვანიჭონ. დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული – ირაკლი ქადაგიშვილი

მარშალ პრესი 29/07/2023
ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოში არის სრული მზაობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მოგვანიჭონ. დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს არა გარკვეული, არამედ ძლიერი პროგრესი.

„ახლახან იყო კონფერენცია, სადაც ევროკავშირის ელჩი ბრძანდებოდა, სხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, ელჩები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციაც მოწვეული გვყავდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ რიტორიკა მათი მხრიდან იცვლება, რადგან ის მავნე ნარატივი, რასაც ამკვიდრებდნენ, პრაქტიკული, ასე ვთქვათ, ადგილზე გადამოწმებით სხვა რეალობა ვლინდება. საქართველო სულ სხვა განვითარების ეტაპზეა და ეს ფსევდო-ლოზუნგები, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ოპერირებდნენ, ჰაერში გამოკიდებული დარჩა. აღნიშნულ კონფერენციაზეც აღმოჩნდა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს არა გარკვეული პროგრესი, არამედ მართლაც ძლიერი პროგრესი. ყველა ობიექტური მოცემულობა, ისევე როგორც ადრე, როცა არ მოგვანიჭეს კანდიდატობა და პერსპექტივა მოგვანიჭეს. მით უმეტეს, დღეს საქართველოში არის სრული მზაობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მოგვანიჭონ. დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ბათუმში ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მოსამართლეები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო პრაქტიკას განიხილავენ
Next: მეხუთე კოლონის ტელევიზიები TV “პირველი” და “მთავარი”, საქართველოს განვითარების წინააღმდეგ – ლევან მამალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.