“მეხუთე კოლონის ტელევიზიები TV “პირველი” და “მთავარი”, საქართველოს განვითარების წინააღმდეგ”– ასე აფასებს “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე ოპოზიციის ტელევიზიების მიერ, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტებს და ამბობს, რომ ამ არხის მესვეურები არიან “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები.
“გუშინ საქართველოსთვის ისტორიული დღე იყო. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, საქართველოსთან ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა! რაც არ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება, ჩინეთთან ურთიერთობის ამაღლება საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის მუშაობის შედეგად უნდა ჩაითვალოს.
TV პირველი და “მთავარი”, შეკვეთას ასრულებს და იმას აშუქებს რასაც ავალებენ. გუშინ 28.07.2023 წ, საღამოს მთავარ გამოშვებაში ჩინეთთან ურთიერთობები დააკნინეს და ეთერი, ბათუმიდან რუსი ტურისტების გაყრით და მოხარშული ბურვაკების გურჯაანელ მომხმარებელთა , “სტრატეგიული” თემებით დაიწყეს !
მეხუთე კოლონის ტელევიზიები, ჩინეთთან მეგობრობის გაღრმავებას სახიფათოდ აცხადებენ და “მეგობარი” აშშ-ის და ევროკავშირის ღალატად. ეს მეგობრები ათეული წლებია არც ნატოში გვიღებენ და არც ევროკავშირში, რევოლუციური გადატრიალების სცენარს კი გულუხვად აფინასებენ!
საქართველო მათთვის მხოლოდ ბუფერულ ზონად განიხილება და არა პარტნიორად. სძულს თუ არა დაქირავებულ მედიას სამშობლო და რამდენად ყიდიან სახელმწიფო ინტერესებს უცხო შემკვეთის სასარგებლოდ, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ!
ეს მდგომარეობა კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ამერიკაში მოქმედი “რუსული” FARA-ს კანონი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რათა გამოჩნდეს, ვინ აფინანსებს მეხუთე კოლონას და რა შეკვეთას ასრულებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ!”- წერს ლევან მამალაძე.
