Skip to content
15/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი როინ შავაძის საქმეზე: წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებს მასიური ხასიათი რომ ჰქონდა, ეს არაერთმა გამოძიებამ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებმა დაადასტურა

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი ქადაგიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პროკურატურის მიერ სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის საქმეზე 10 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტი მედიასთან შეაფასა.

„წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებს მასიური ხასიათი რომ ჰქონდა, ეს არაერთმა გამოძიებამ, სასამართლო გადაწყვეტილებამ და მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილებმა დაადასტურა. განა მარტო ის, რომ საზოგადოება ამის თვითმხილველი იყო. სამართლებრივად უკვე ბევრი ასეთი შემთხვევაა გამოაშკარავებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

Post navigation

Previous: ციცინო შავაძე: მინდა, იმედი დავიტოვო, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა – როინ შავაძე იყო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული
Next: დარწმუნებულნი იყავით, რომ ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.