Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ციცინო შავაძე: მინდა, იმედი დავიტოვო, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა – როინ შავაძე იყო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული

მარშალ პრესი 28/07/2023
ციცინო შავაძე

მინდა, იმედი დავიტოვო, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა. უბრალოდ, ერთს ვიტყვი, როინ შავაძე საქართველოზე უზომოდ იყო შეყვარებული, – ამის შესახებ სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ეს საქმე დაიწყო და ვფიქრობ, ბოლომდე იქნება მიყვანილი და სიმართლე დადგინდება. ნამდვილად მძიმეა. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და რა ვთქვა, მაგრამ მე არასდროს იმედი არ გამცრუებია. მინდა, იმედი დღესაც დავიტოვო, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა. უბრალოდ, ერთს ვიტყვი, როინ შავაძე იყო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

Post navigation

Previous: სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი გათავისუფლდნენ
Next: ირაკლი ქადაგიშვილი როინ შავაძის საქმეზე: წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებს მასიური ხასიათი რომ ჰქონდა, ეს არაერთმა გამოძიებამ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებმა დაადასტურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.