Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძემ სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 28/07/2023
მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მეორე შეხვედრაში, რომელიც 23-26 ივლისს, პორტუგალიის ქალაქ კასკაისში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„კომისიის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წლის ანგარიშის პროექტი, რომელიც წარედგინება გაეროს გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტს.

კომისია შექმნილია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ინიციატივით და მისი ამოცანაა გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვის და ღირებულებების განვითარება ერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ისევე როგორც საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით.

კომისიასთან თანამშრომლობის პროცესს მხარს უჭერს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: რომელი კომპანიები დანერგავენ მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს საქართველოში, დღეს გახდება ცნობილი
Next: ვაშაძის ვითომდა „აღმშენებლობის“, რეალურად კი „დაღმაშენებლობის“ სტრატეგიამ შედეგი არ მოიტანა. ასე რომ, იგი ისევ უბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს – ეკა სეფაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.